Accessibility links

პაკისტანში ავიაკატასტროფას, სავარაუდოდ, ვერავინ გადაურჩა


პაკისტანში ავარია განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც 47 ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფას, სავარაუდოდ, ვერავინ გადაურჩა. ჩრდილოეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის პროვინციის მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციით, პაკისტანის საერთაშორისო ავიაკომპანიის თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა, როცა 7 დეკემბერს ნაშუადღევს ჩამოვარდა ქალაქ ჰაველიანთან, დედაქალაქ ისლამაბადიდან 70-მდე კილომეტრში. ის ქალაქ ჩიტრალიდან ისლამაბადში მიფრინავდა. როგორც იუწყებიან, თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 42 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი. როგორც სამაშველო ოპერაციის მონაწილე ლუყმან ხანმა საღამო ხანს უთხრა ჩვენს რადიოს, ავარიის ადგილას უკვე იპოვეს 24 გვამი. სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივი ოფიციალური პირისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ძნელი წარმოსადგენია, ვინმე გადარჩენილიყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG