Accessibility links

გორბაჩოვი ძალაუფლებას „დახარბებულ“ ლიდერებს ადანაშაულებს საბჭოთა კავშირის დაშლაში


მიხაილ გორბაჩოვი ძალაუფლებას „დახარბებულ“ ლიდერებს, მათ შორის რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ ბორის ელცინს ადანაშაულებს 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლაში. გორბაჩოვმა, რომელიც საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერია, ეს შეფასება გამოთქვა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბრისას, საბჭოთა კავშირის დაშლის გამოცხადების 25-ე წლისთავამდე ერთი დღით ადრე. 1991 წლის 8 დეკემბერს ბორის ელცინმა უკრაინისა და ბელორუსიის ლიდერებთან, ლეონიდ კრავჩუკთან და სტანისლავ შუშკევიჩთან, ერთად გამოაცხადა, რომ საბჭოთა კავშირმა „არსებობა შეწყვიტა“ და რომ იქმნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. მათ საბჭოთა კავშირი დაშალეს, რათა გორბაჩოვის გარეშე ყოფილიყვნენ - ეს ხალხი, რომელმაც ქვეყანა დაშალა, მარტო ძალაუფლებაზე ფიქრობდაო, ამბობს გორბაჩოვი. ამ კვირაში რუსეთში დაფუძნებულმა კვლევითმა ორგანიზაცია „ლევადას ცენტრმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმადაც რუსების 56%-ში სინანულს იწვევს საბჭოთა კავშირის დაშლა და 51% ფიქრობს, რომ მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო.

XS
SM
MD
LG