Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის წევრის ცნობით, მიღწეულია შეთანხმება სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე


ევროპარლამენტის წევრის, ნიდერლანდის წარმომადგენელ კატი პირის ცნობით, მიღწეული შეთანხმება ევროკავშირში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე. ამ ცნობას კატი პირი „ტვიტერით“ ავრცელებს. მისივე თქმით, შესაბამისად, ევროპარლამენტი შეძლებს მომავალ კვირაში კენჭი უყაროს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს. აქამდე საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდებოდა ის გარემოება, რომ ევროკავშირში არ არსებობს შეთანხმება, საჭიროების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე.

XS
SM
MD
LG