Accessibility links

მომავალ კვირაში ევროპარლამენტი კენჭს უყრის „შეჩერების მექანიზმს“


მომავალი კვირის დიდ პლენარულ სხდომაზე, სტრასბურგში, ევროპის პარლამენტი კენჭს უყრის ეგრეთ წოდებულ „შეჩერების მექანიზმს“. დღეს ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას „შეჩერების მექანიზმის“ თაობაზე, რითაც დაძლეულ იქნა მთავარი დაბრკოლება ლიბერალური სავიზო რეჟიმის ამოქმედების გზაზე. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი. მისივე ცნობით, ევროპარლამენტის დიდი პლენარული სხდომა 12-15 თებერვალს გაიმართება. გუშინ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა და კომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG