Accessibility links

კერიმ და ლავროვმა იმსჯელეს სირიის ქალაქ ალეპოში ზავის ამოქმედების პერსპექტივებზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გუშინ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. შეხვედრის შემდეგ კერიმ განაცხადა, რომ მან და ლავროვმა ისაუბრეს სირიის ქალაქ ალეპოში ზავის ამოქმედების პერსპექტივებზე. მაგრამ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ზავის მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე მოვალეობის შესრულებას არ შეუდგება აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი. ლავროვს განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ვაშინგტონის წინადადების მიმართ, რომელიც ალეპოს აღმოსავლეთი რაიონებიდან მეამბოხეთა ძალების გაყვანას ითვალისწინებს. აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, კანადის, გერმანიისა და იტალიის მხარდაჭერით, გამოთქვამენ მოწოდებას ალეპოში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ, მაგრამ დამასკი და მოსკოვი ამ მოწოდებებს წარსულში ყურადღებას არ აქცევდნენ. ეს ტურნე ევროპაში კერის ბოლო მოგზაურობაა სახელმწიფო მდივნის რანგში. შაბათს პარიზში უნდა გაიმართოს სირიის საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელშიც, კერისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ მისი კოლეგები საფრანგეთიდან, გერმანიიდან და კატარიდან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG