Accessibility links

მიჩიგანის შტატში შეაჩერეს ხმების ხელახლა დათვლის პროცესი


ამერიკის მიჩიგანის შტატის ფედერალურმა სასამართლომ შეაჩერა საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების ხელახლა დათვლის პროცესი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელახალი დათვლის ინიციატორს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს „მწვანეთა პარტიიდან,“ ჯილ სტაინს გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს, რის გამოც ვერ ჩაითვლება დაჩაგრულ კანდიდატად. სასამართლოსავე შეფასებით, სტაინს არ მოეპოვება საკმარისი საფუძველი იმისთვის, რათა კენჭისყრის შედეგები გადაისინჯოს. სტაინის წარმომადგენლებზე დაყრდნობით როიტერის სააგენტო იუწყება, რომ მიჩიგანის შტატის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებს. მიჩიგანის შტატში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა არცთუ დიდი სხვაობით მოუგო დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს და ამომრჩეველთა კოლეგიისგან მიიღო 16 ხმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG