Accessibility links

ჰამბურგში იწყება ეუთოს ორდღიანი სამიტი


ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები იკრიბებიან გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, სადაც დღეს იწყება ამ ორგანიზაციის ყოველწლიური ორდღიანი შეხვედრა. წლევანდელი თავყრილობის მთავარი განსახილველი საკითხებია შეიარაღებული კონფლიქტები უკრაინასა და სირიაში. შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთს მოუწოდა, ხელი შეუწყოს ევროპაში დაძაბულობის განმუხტვას და მხარი დაუჭიროს სირიაში დაუყოვნებელი „ჰუმანიტარული ზავის“ გამოცხადებას. შტაინმაიერის პრესსამსახურის ცნობით, ეს მოწოდებები გერმანელმა მინისტრმა გუშინ, თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის მსვლელობაში გამოთქვა.

XS
SM
MD
LG