Accessibility links

გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელი რუსეთს ადანაშაულებს კიბერიერიშების გააქტიურებაში


გერმანიის დაზვერვის სამსახურის უფროსის, ჰანს-გეორგ მაასენის განცხადებით, რუსეთი გერმანიაში საზოგადოების დესტაბილიზაციას ცდილობს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის კამპანიის და კიბერთავდასხმების გააქტიურებით. „ვხედავთ აგრესიულ და გაძლიერებულ კიბერჯაშუშობასა და კიბეროპერაციებს, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს უქმნის გერმანიის მთავრობის, გერმანიის პარლამენტის წევრებსა და დემოკრატიული პარტიების თანამშრომლებს“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 8 დეკემბერს გაავრცელა გერმანიის საშინაო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჰანს-გეორგ მაასენმა. ეს გაფრთხილება გავრცელდა ორ თვეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვამ საჯაროდ დაადანაშაულა რუსეთი ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ კიბერიერიშებში, 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინმდევ პროცესებზე გავლენის მოსახდენად. რუსეთმა უარყო ეს ბრალდებები. გერმანიის დაზვერვის უწყების ხელმძღვანელის ბრალდებაზე მოსკოვის რეაქცია ჯერ არ არის ცნობილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG