Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვის თქმით, ჩეჩნები მზად არიან სირიაში საბრძოლველად


ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩეთში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები სიამოვნებით იბრძოლებენ სირიაში, თუ ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოისურვებს. ამ განცხადებით კადიროვი გამოეხმაურა რუსეთის მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ სამხედრო პოლიციის ჩეჩნეთში განთავსებული ორი ბატალიონი ემზადება სირიაში წასასვლელად და იქ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზის დასაცავად. კადიროვს არ უთქვამს, მათალია თუ არა ეს ცნობა, მაგრამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" მან დაწერა, რომ ჩეჩნეთში განთავსებული სამხედროები სიამოვნებით წავლენ სირიაში და თვითონაც სიამოვნებით ჩაერთვება „საერთაშორისო ტერორიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთი 2015 წლის სექტემბრიდან აწარმოებს სამხედრო-საჰაერო ოპერაციებს სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარების დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG