Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში აფეთქებამ ექვსი პოლიციელი შეიწირა


ეგვიპტიდან გავრცელებული ცნობებით, კაიროში ექვსი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა სამართალდამცველების ბლოკ-პოსტთან ბომბის აფეთქების შედეგად. დაიჭრა ოთხი სამოქალაქო პირიც. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ უშიშროების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება მოხდა პირამიდებისაკენ მიმავალ გზაზე. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ეგვიპტეში ძალადობა გახშირდა მას შემდეგ, რაც 2013 წელს სამხედროებმა დაამხეს ისლამისტურ მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ წარმომადგენელი პრეზიდენტი, მუჰამად მურსი. ამ მოვლენას უძღვოდა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები. 8 დეკემბერს ეგვიპტეში დააკავეს მურსის ვაჟიშვილი ძალადობისაკენ წაქეზების ბრალდებით.

XS
SM
MD
LG