Accessibility links

ახალი ანგარიში ადასტურებს რუსეთის სპორტში დოპინგის სისტემურ გამოყენებას


მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ახალი ანგარიშით, რომელიც რუსეთის სპორტში აკრძალული ნივთიერებების გამოყენებას ასახავს, სულ ცოტა, ოთხი წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი რუსი ათლეტი მონაწილეობდა დოპინგზე შემოწმების დადებითი შედეგების გაყალბებაში. ახალი ანგარიში 9 დეკემბერს წარმოადგინეს. წინა ანგარიში, რომელიც რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენებას ცხადჰყოფდა, წელს ზაფხულში გამოქვეყნდა და მას ათობით რუსი ათლეტის დისკვალიფიკაცია მოჰყვა. მათ ვერ შეძლეს რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობა. ორივე ანგარიშის ავტორია კანადელი იურისტი, რიჩარდ მაკლარენი. ტექსტში საუბარია „ინსტიტუციურ შეთქმულებაზე“, რომელიც 2011 წელს დაიწყო და სპორტის 30-ზე მეტ სახეობას მოიცვადა. „დოპინგზე კონტროლის პროცესის ეს სისტემატური და ცენტრალიზებული დამალვა და მანიპულაცია ვითარდებოდა და წლების განმავლობაში იხვეწებოდა ლონდონის ოლიმპიადაზე 2012 წელს, 2013 წელს ზაფხულის უნივერსიადაზე, მძლეოსნობაში მოსკოვის 2013 წლის ჩემპიონატზე და, რასაკვირველია, სოჭის 2014 წლის ზამთრის (ოლიმპიურ) თამაშებზე“, - განაცხადა მაკლარენმა ლონდონში 9 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც წარმოადგინა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ახალი ანგარიში. ის სრულად ადასტურებს წინა ანგარიშის დასკვნებს. რუსი ოფიციალური პირები უარყოფენ დოპინგის ორგანიზებული სისტემის არსებობას და აცხადებენ, რომ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსთან თანამშრომლობენ აკრძალულ ნივთიერებებზე შემოწმების გასაუმჯობესებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG