Accessibility links

აზერბაიჯანში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ აქტივისტს


აზერბაიჯანში სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციონერ აქტივისტს, ბაირამ მამადოვს, ნარკოტიკებით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ. მამადოვი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ წამებით აიძულეს დანაშაულის აღიარება. 21 წლის მამადოვი კიდევ ერთ აქტივისტთან, ყიას იბრაჰიმოვთან ერთად დააკავეს, როცა 9 მაისს აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლზე აკეთებდა წარწერას „გილოცავთ მონობის დღეს!“ 10 მაისს აზერბაიჯანში აღნიშნავენ ალიევის დაბადების დღეს და მას „ყვავილების დღეს“ უწოდებენ. მამედოვი და იბრაჰიმოვი ოპოზიციურ ჯგუფ „ნიდას“ წევრები არიან. იბრაჰიმოვს ოქტომბერში მიუსაჯეს 10 წლით პატიმრობა. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ ბაქოს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ“ გაათავისუფლოს აქტივისტები და გამოიძიოს ბრალდებები სამართალდამცველების მიერ მათი წამების შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG