Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსლოსა და სტოკჰოლმში გაიმართა ნობელის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიები


ოსლოში გაიმართა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონია. 2016 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიენიჭა კოლუმბიის პრეზიდენტს, ხუან მანუელ სანტოსს. ცერემონიას ესწრებოდნენ სამეფო ოჯახი და ნორვეგიის მთავრობის წევრები. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბერიტ რაის-ანდერსონმა, როცა თქვა, რომ პრემიის ლაურეატი ერთი ადამიანი, პრეზიდენტი სანტოსია, აღნიშნა მემარცხენე-რადიკალური „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ ხელმძღვანელების წვლილიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. შეიარაღებული კონფლიქტი კოლუმბიის მთავრობასა და „კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებს“ შორის 1960-იან წლებში დაიწყო; მისმა მსხვერპლმა 200 ათასს მიაღწია. 2001 წელს ეს ორგანიზაცია აშშ-სა ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. დღეს სტოკჰოლმშიც გაიმართა ნობელის პრემიებით დაჯილდოების ცერემონია. შვედეთის დედაქალაქში ჩავიდნენ ლაურეატები ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ეკონომიკისა და ლიტერატურის დარგებში. მაგრამ 11 ლაურეატიდან ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ათმა: ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი ბობ დილანი ცერემონიაზე არ ჩასულა.

XS
SM
MD
LG