Accessibility links

სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვა გაგრძელდა


სირიის ქალაქ ალეპოს მეამბოხეთა ხელში მყოფი ნაწილის დაბომბვა გაგრძელდა სირიის მთავრობის ავიაციის მიერ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ უნდა დასრულდეს განურჩეველი დაბომბვა, რაც, მისი თქმით, ომის წარმართვის საერთაშორისო წესების დარღვევაა. ბევრ შემთხვევაში საქმე გვაქვს დანაშაულთან კაცობრიობის წინააღმდეგ და საომარ დანაშაულთან. სახელმწიფო მდივნის თქმით, მათ, ვინც დამასკს ეხმარება, მოსკოვსა და სხვაგან, უნდა იმოქმედონ, რათა შეწყდეს ეს. კერი და წამყვანი დიპლომატები პარიზში შეიკრიბნენ, რათა სირიის ოპოზიციის წარმომადგენელთან ერთად იმსჯელონ თუ როგორ გადაარჩინონ ალეპო მთლიან, სრულ დანგრევას. რუსეთმა განაცხადა, რომ ბოლო ორ დღეში ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილი 50 ათასმა ადამიანმა დატოვა. აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ექსპერტები და დიპლომატები ამის ფონზე ჟენევაში მსჯელობენ, როგორ დატოვონ მეამბოხეებმა ალეპო. ერთ თვეში ნაკლებში სირიის სამთავრობო ჯარმა და მისმა მოკავშირეებმა ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილის 85 პროცენტი დაიკავა და მეამბოხეებს მხოლოდ რამდენიმე უბანი დარჩათ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG