Accessibility links

აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა მოკლა „შარლი ებდოზე“ თავდასხმასთან დაკავშირებული პირი


„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დაკავშირებული იყო პარიზში, სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ მოწყობილ თავდასხმასთან, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა მოკლა სირიაში, ქალაქ რაყაში. ამის თაობაზე, ცნობა გაავრცელა აშშ-ის სამხედრო ოფიციალურმა პირმა. ფიქრობენ, რომ ბუბაქერ ელ ჰაქიმი, ტუნისური წარმოშობის ფრანგი, როლს თამაშობდა "შარლი ებდოზე" თავდასხმაში და იყო ექსტრემისტული ჯგუფის მაღალი რანგის პროპაგანდისტი. 33 წლის ელ ჰაქიმი მენტორობდა ძმებს, საიდ და შერიფ ქუაჩებს, რომლებიც უშუალო თავდამსხმელები იყვნენ ჟურნალზე და რომლებიც პოლიციამ მოგვიანებით მოკლა. „შარლი ებდოზე“ თავდასხმას 12 პირი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG