Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის ხელმძღვანელი: სირიაში დამატებით გაიგზავნება 200 ამერიკელი სამხედრო


აშშ დამატებით 200 სამხედროს გაგზავნის სირიაში, რათა დაეხმაროს ქურთ და არაბ მებრძოლებს, განდევნონ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ქალაქ რაყიდან. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ეშ კარტერმა 10 დეკემბერს. კარტერის თქმით, ამ 200 სამხედროს შორის არიან სპეცნაწილების მწვრთნელები, მრჩევლები და გამნაღმმველები. ამჟამად სირიაში აშშ-ის 300 სამხედრო იმყოფება.

XS
SM
MD
LG