Accessibility links

„ისლამური სახელმწიფოს“ რაზმები ანტიკურ ქალაქ პალმირაში შევიდნენ


სირიის ანტიკური ქალაქ პალმირაში კვლავ შევიდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ რაზმები. ქალაქი წლის დასაწყისში წაართვა სირიის ჯარმა ექსტრემისტებს. ლონდონიდან მეთვალყურეთა ჯგუფის თანახმად,„ისლამური სახელმწიფოს“ ჯარი პალმირაში შევიდა 10 დეკემბერს. სირიის არმია ადრე იტყობინებოდა, რომ ძალები გადაისროლა პალმირაში, რომელიც რუსეთის ავიაციის დახმარებით სირიის ჯარმა დაიბრუნა მარტში. ექსტრემისტები წინ მიიწევენ პალმირის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზისკენ, რომელიც სირიის ერთ-ერთი უდიდესი ბაზაა, და რომელსაც რუსეთის ჯარი მოიხმარს. „ისლამური სახელმწიფოს“იერიშის დროს ათეულობით სირიელი სამხედრო დაიღუპა. ცნობით, ექსტრემისტებმა კონტროლი დაამყარეს ნავთობის და გაზის საბადოებზე ქალაქის გარშემო. აშშ-ის ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ საწვავით დატვირთული168 სატვირთო მანქანა გაანადგურა 9 დეკემბერს.

XS
SM
MD
LG