Accessibility links

სტამბოლის სტადიონთან აფეთქების მსხვერპლის რაოდენობა 38-მდე გაიზარდა


სტამბოლში ორმა აფეთქებამ შეიწირა 38 ადამიანი და 166 დააშავა, განაცხადა თურქეთის მთავრობამ. თურქეთში 11 დეკემბერი გლოვის დღეა, დაასაფლავეს დახოცილებიც, მათი უმეტესობა, პოლიციელები იყვნენ. 10 დეკემბრის საღამოს, აფეთქება მოხდა „ბეშიქთაშისა“ და „ბურსასპორის“ საფეხბურთო გუნდების მატჩის შემდეგ, სტადიონის მახლობლად. მიღებული ცნობების თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო პოლიციის ავტობუსში. მეორე აფეთქება, თვითმკვლელმა მოაწყო. შინააგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოულუს თქმით, 13 ეჭვმიტანილია დაკავებული. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა გააუქმა ყაზახეთში ვიზიტი. პასუხიმგებლობა მომხდარისთვის არავის უკისრია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG