Accessibility links

ყირგიზეთში ტარდება რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ


ყირგიზეთში ტარდება რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, ეთანხმება თუ არა მოსახლეობა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ერთისა და იმავე სქესის პირთა ქორწინების აკრძალვა და ადამიანის უფლების დაცვის საერთაშორისო ნორმის უპირატესობის გაუქმება სახელმწიფო ნორმის მიმართ, ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაა ნაწილი იმ 26 შეთავაზებული ცვლილებისა, რომელზეც მოსახლეობამ ან „ჰო“-თი და ან „არა“-თი უნდა უპასუხოს. ერთ-ერთი პუნქტი მთავრობის უფლებამოსილების გაზრდას შეეხება სასურველ შემთხვევაში მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. თუ მოქალაქეთა უმრავლესობა მიემხრო ცვლილებებს, ამ ქვეყანაში გაიზრდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება. ყველაზე სადავო ცვლილება შეეხება პრემიერის უფლებას, პარლამენტის მიერ დამტკიცების შედეგად დანიშნოს და მოხსნას მინისტრები, უფლება რომელიც ახლა პრეზიდენტის ხელშია.

XS
SM
MD
LG