Accessibility links

რუმინეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები


11 დეკემბერს რუმინეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. ეგზიტპოლების თანახმად, გაიმარჯვეს სოციალ-დემოკრატებმა. კენჭისყრაში 11 პარტია და მოძრაობა მონაწილეობდა. მთავარი მეტოქეები იყვნენ წინა არჩევნებში გამარჯვებული სოციალ-დემოკრატიული პარტია და პრეზიდენტის მომხრე, ნაციონალ-ლიბერალური პარტია. ამჟამად რუმინეთს მართავს ტექნოკრატების მთავრობა, რომელიც შარშან, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას გადადგომის შემდეგ შეიქმნა. პონტა გადადგა მასობრივი გამოსვლების შედეგად, რომელიც მოჰყვა ხანძარს და 64 ადამიანის დაღუპვას ბუქარესტის ღამის კლუბში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG