Accessibility links

ირანმა ბრიტანეთის ელჩი იხმო პრემიერ მეის კომენტარის გამო


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ქვეყანაში ბრიტანეთის ელჩი იხმო ბრიტანეთის პრემიერის, ტერეზა მეის კომენტარის გამო ირანის შესახებ. ელჩი ნიკოლას ჰოპტონი თეირანში იხმეს მეის კომენტარის გამო, რომელიც მან გამოთქვა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის შესახებ. ეს შეხვედრა ჩატარდა ბაჰრეინში და მასში დასავლეთის მოკავშირე არაბული ქვეყნები მონაწილეობდნენ. ირანის ტელევიზიის თანახმად, ჰოპტონს თეირანში პროტესტ განუცხადეს მეის გამონათქვამის გამო, რომ ბრიტანეთი რეგიონს ირანის გავლენის გაძლიერებbს წინააღმდეგ დახმარებას გაუწევდა. თეირანმა მეის ნათქვამი შეაფასა უპასუხისმგებლოდ, პროვოკაციულად და განხეთქილების მომტანად. იტყობინებიან, რომ მეიმ შემდეგი იგანაცხადა: ბრიტანეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა უკუაგდონ ირანის აგრესიული რეგიონული ქმედებები ლიბანში იქნება ეს, ერაყში, იემენში, სირიაში ითუ ყურის სხვა ქვეყნებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG