Accessibility links

ევროკავშირი კუბასთან პირველ ხელშეკრულებას გააფორმებს


კუბასთან თავის პირველ ხელშეკრულებას გააფორმებს ევროკავშირი ორშაბათს, როცა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. დოკუმენტის მიხედვით, საგრძნობლად გაძლიერდება პოლიტიკური დიალოგი მხარეებს შორის, ამასთან, სავაჭრო სფეროში დაიწყება თანამშრომლობა. დაგეგმილი დაახლოების საფუძველი ბოლო წლებში კუბის მთავრობის მიერ წამოწყებული ქვეყნის ღია კურსია. დღემდე ურთიერთობას განსაზღვრავდა 1996 წელს ორ მხარეს შორის გაფორმებული, ეგრეთ წოდებული, „ერთობლივი პოზიცია“, რომელშიც ჰავანისგან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაუმჯობესებას და პლურალისტულ დემოკრატიაზე გადასვლას მოითხოვდნენ. საბაზრო-ეკონომიკური რეფორმების გარდა, კუბამ, 2014 წლიდან, აშშ-თან ურთიერთობაში ისტორიული შემობრუნება დაიწყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG