Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიდერობს სოციალ-დემოკრატიული პარტია


რუმინეთში 11 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 46%-ით ლიდერობს სოციალ-დემოკრატიული პარტია. მეორე ადგილზეა ნაციონალ-ლიბერალური პარტია, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 20% მიიღო. წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა წელს შექმნილმა პარტიამ, „რუმინეთის ხსნის კავშირმა.“ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული სოციალ-დემოკრატები ახალი მთავრობის ფორმირებას დაიწყებენ. ბოლო ერთი წელია რუმინეთს მართავს ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ვიქტორ პონტას გადადგომის შემდეგ შეიქმნა. 2015 წლის შემოდგომაზე, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა ბუქარესტის ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანის დაღუპვას. დემონსტრანტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლების გამო, ვიქტორ პონტა და მისი კაბინეტის წევრები იძულებულნი გახდნენ თანამდებობები დაეტოვებინათ.

XS
SM
MD
LG