Accessibility links

თბილისში იმართება არასამთავრობო სექტორისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა


თბილისში მიმდინარეობს არასამთავრობო სექტორისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. შეხვედრის დაწყებამდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბრის მთავარი თემაა ფორმატი, რომლის ფარგლებშიც პარლამენტი და არასამთავრობო სექტორი ითანამშრომლებენ. ეკა გიგაურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ყველა პრობლემურ საკითხზე, მათ შორის მართლმსაჯულების და სამართალდამცავ სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე, ფარული მოსმენის რეგულაციასა და სოციალურ და საგარეო პოლიტიკის თემებზე. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობა გულწრფელად დაინტერესებულია მოისმინოს და საჭიროების შემთხვევაში, გაითვალისწინოს არასამთავრობო სექტორის კრიტიკული მოსაზრებები და წინადადებები. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, როცა თავად ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, არასდროს მისცემია მსგავსი ფორმატით მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესაძლებობა.

XS
SM
MD
LG