Accessibility links

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეხმაურება დედოლარიზაციის პროცესის მოწინააღმდეგეებს


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ე.წ. დედოლარიზაციის პროცესის მოწინააღმდეგეებს უპასუხა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევით, რომელიც წელს სექტემბერში გამოქვეყნდა. კობა გვენეტაძე ფეისბუქის პირად გვერდზე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევით, რომლის ფარგლებშიც 1997-2015 წლებში შეისწავლეს 33 განვითარებადი ქვეყნის გამოცდილება, გაცვლითი კურსის მოქნილობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სესხების სწრაფი დედოლარიზაციისთვის. “მეტიც, კვლევის თანახმად, რაც უფრო მოქნილია გაცვლითი კურსი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფია დედოლარიზაციის პროცესი. ავტორებს მაგალითად მოჰყავთ პერუ, სადაც დედოლარიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა 2014 წლის შემდეგ, როცაქვეყანაში გაიზარდა გაცვლითი კურსის მოქნილობა და შემოღებულ იქნა ადეკვატური მაკროპრუდენციული ზომები. დღეისათვის დოლარიზაცია პერუში მხოლოდ 29%-ია“ - წერს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

XS
SM
MD
LG