Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა და კუბამ ხელი მოაწერეს "ისტორიულ" შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ


ევროკავშირმა და კუბამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას რამდენიმე ათეული წლის დაძაბულობის შემდეგ ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით. დაძაბულობის მიზეზია, უწინარეს ყოვლისა, კუბაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე ვითარება. „პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ 12 დეკემბერს ბრიუსელში მოაწერეს ხელი კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგეს პარილიამ, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ და ბლოკის 28 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა. მოგერინიმ „ისტორიული“ უწოდა შეთანხმებას, რომელიც ადამიანის უფლებებს, ვაჭრობას, მიგრაციის საკითხებს ეხება. "დღეს ხელი მოვაწერეთ ისტორიულ შეთანხმებას. პირველად ხდება, რომ ევროპის კავშირსა და კუბას აკავშირებს ოფიციალური ჩარჩო-შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობის შესახებ. ეს მართლაც ხანგრძლივი პროცესის შედეგია. კუბასა და ევროპას ძლიერი კავშირი აქვთ - პირველ რიგში ადამიანებს შორის კავშირი და ასე გაგრძელდება კიდეც“, განაცხადა მოგერინიმ. კუბასთან ევროკავშირის ჩარჩო შეთანხმების ძალაში შესასვლელად, ის ბლოკის ყველა წევრ ქვეყანაში უნდა იქნეს რატიფიცირებული.

XS
SM
MD
LG