Accessibility links

ევროკავშირმა 2018 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა სადამკვირვებლო მისია საქართველოში


ევროკავშირის საბჭომ 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი. ამასთან, გამოიყო 18 მლნ ევრო 2016 წლის 15 დეკემბრიდან ერთი წლით მისიის მუშაობის დასაფინანსებლად. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში. სადამკვირვებლო მისია რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა. მას ამჟამად ლიტველი კესტუტის იანკაუსკასი ხელმძღვანელობს. ევროკავშირის წარმომადგენელ 200 დამკვირვებელს ევალება მუშაობა ვითარების სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენის მიზნით. თბილისში სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინის გარდა, არსებობს სამი საველე ოფისი: გორში, მცხეთასა და ზუგდიდში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG