Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში 235 ადამიანი დააკავეს "ტერორისტების პროპაგანდის გავრცელების" ბრალდებით


თურქეთის პოლიციამ 235 ადამიანი დააკავა „ტერორისტული ჯგუფის პროპაგანდის გავრცელებაში“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ("პეკაკა"-ს) დავალებით მოქმედებაში ეჭვმიტანით. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ დაახლოებულმა ორგანიზაციამ იკისრა პასუხისმგებლობა სტამბოლის სტადიონთან 10 დეკემბერს მოწყობილ ორ აფეთქებაზე, რომელმაც 44 ადამიანის, უმეტესწილად პოლიციელების სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 დეკემბრის განცხადებით, ეჭვმიტანილები დააკავეს თურქეთის 11 პროვინციაში მოწყობილი რეიდების დროს. დაკავებულებს შორის არიან პრო-ქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წევრები. ეს პარტია თურქეთის პარლამენტში სიდიდით მეორე ოპოზიციური ძალაა. მისი ლიდერები უფრო ადრე იქნენ დაკავებული არიან "პეკაკა"-სთან კავშირში ბრალდების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG