Accessibility links

პაკისტანში ბრბო თავს დაესხა რელიგიური უმცირესობის მეჩეთს


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, ასობით ადამიანი თავს დაესხა "აჰმადიას" სახელით ცნობილი რელიგიური უმცირესობის მეჩეთს, რომელიც ისლამაბადის მახლობლად მდებარეობს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბრბომ ჯერ ქვები დაუშინა მეჩეთს, შემდეგ კი მასში შეიჭრა. იუწყებიან ასევე, რომ თავდამხსმელების ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა შენობის ერთ-ერთ ნაწილს, სანამ ბრბოს პოლიცია დაშლიდა და მეჩეთის დაცვას უზრუნველყოფდა. უმეტესწილად სუნიტი მუსლიმებით დასახლებულ პაკისტანში პარლამენტმა 1974 წელს „არამუსლიმებად“ გამოაცხადა აჰმადიას სათვისტომოს წევრები, რის შემდეგაც ექსტრემისტებს არაერთხელ მოუწყიათ მათზე თავდასხმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG