Accessibility links

მაკედონიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა


მაკედონიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ მცირე უპირატესობით დაამარცხა ოპოზიციონერი სოციალ-დემოკრატები. ეს იყო პირველი არჩევნები მაკედონიაში მას შემდეგ, რაც წელიწადზე ნაკლები ხნის წინ პრემიერ-მინისტრ ნიკოლა გრუევსკის გადადგომა მოუხდა, მისი ოპონენტების თქმით, კორუფციაში მამხილებელი აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ. 11 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნიკოლა გრუევსკის კონსერვატიულ პარტიას, სავარაუდოდ, ისევ ექნება შესაძლებლობა, რომ მმართველი კოალიცია შექმნას ტრადიციულ მოკავშირესთან, ეთნიკური ალბანელების პარტიასთან ერთად. 11 დეკემბრის არჩევნების წინასწარი შედეგებით, გრუევსკის პარტიას ერგო ხმების 38,06%, ხოლო სოციალ-დემოკრატებს - 36,69%.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG