Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტონიუ გუტერეშმა ფიცი დადო გაეროს გენერალური მდივნის პოსტის დასაკავებლად


პორტუგალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ გუტერეშმა ფიცი დადო გაეროს გენერალური მდივნის პოსტის დასაკავებლად. ამ თანამდებობაზე ის სამხრეთკორეელ ბან კი მუნს შეცვლის. გუტერეში გაეროს მეცხრე გენერალური მდივანია. მან ფიცი ორშაბათს დადო გენერალური ასამბლეის 193 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა თანდასწრებით. გუტერეში 72 წლის ბან კი მუნს 1 იანვრიდან შეცვლის. გეტერეში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი იყო 1995-დან 2002 წლამდე. ხოლო 2005-დან 2015 წლამდე იყო გაეროს უზენაესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში.

XS
SM
MD
LG