Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა მომავალ სახელმწიფო მდივნად "ექსონ მობილის" ხელმძღვანელი დაასახელა


აშშ-ის მომავალი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საგარეო უწყების მომავალ ხელმძღვანელად დაასახელა „ექსონ მობილის„ ხელმძღვანელი, რექს ტილერსონი. ტრამპმა ქებით მოიხსენია ტილერსონი და მას"მსოფლიოში "ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბიზნეს-ხელმძღვანელი და საერთაშორისო გარიგებების დიდოსტატია" უწოდა. ტილერსონს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან. ეს შეიძლება ორმხრივი შეშფოთების საფუძველი გახდეს სენატში, სადაც რესპუბლიკელებს და დემოკრატებს დაახლოებით თანაბარი ძალები აქვთ, და რომელმაც უნდა დაამტკიცოს სახელმწიფო მდივნის კანდიდატურა. სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც სენატში შეიარაღებული სამსახურების კომიტეტს განაგებს,უთხრა „როიტერს“, რომ ის შეშფოთებულია, რადგან ყველამ იცის, ვლადიმირ პუტინთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ტილერსონსო. მაკკეინმა პუტინს უწოდა „კა-გე-ბეს“ აგენტი, რომელიც მიდრეკილება აქვს, რუსეთის იმპერია აღადგინოს.

XS
SM
MD
LG