Accessibility links

ნავალნი აპირებს, 2018 წელს კენჭი იყაროს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში


რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ კენჭს იყრის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. წინასაარჩევნო პროგრამა, როგორც თვითონ პოლიტიკოსმა თქვა, მიზნად ისახავს „რუსეთი სამართლიანი და თანამედროვე“ გახადოს. ოპოზიციონერი თვლის, რომ ნამდვილი არჩევნები არ ყოფილა რუსეთში 1996 წლის მერე, კენჭისყრაში მისი მონაწილეობა კი „სარგებლობას მოუტანს საზოგადოებას, სახელმწიფოს და ყველა კერძო პირს, მათაც, ვინც მის იდეებს არ იზიარებს“. წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, ნავალნი ასევე აპირებს სასამართლო, საგადასახადო სისტემის, ჯანდაცვის, განათლების სისტემის რეფორმირებას, ასევე ხელისუფლების დეცენტრალიზებას და საგარეო პოლიტიკის შეცვლას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG