Accessibility links

აშშ-ის საარჩევნო კოლეგია არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის დამატებით ინფორმაციას ითხოვს


აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის ათი წევრი, ვინც უნდა განსაზღვროს ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა, ითხოვს, მიეწოდოს მათ დეტალური ინფორმაცია საარჩევნო კამპანიაში ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ. სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, ჯეიმს კეპლერისადმი გაგზავნილ ღია წერილში კოლეგიის წევრები აცხადებენ, რომ თვითონ უნდა განსაზღვრონ დაზვერვის სამსახურების მიერ შეგროვილი მასალის მიხედვით, ტრამპის და მისი გარემოცვის შესაძლო მონაწილეობა რუსეთის მცდელობაში, ზეგავლენა მოეხდინა აშშ-ის არჩევნების შედეგზე. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი უშუალოდ არის დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილებასთან, შეუძლია თუ არა გახდეს ტრამპს გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი. გავრცელებულ ცნობებს (რომლებიც ოფიციალურად არ დასტურდება) იმის შესახებ, რომ რუსეთი კიბერთავდასხმებით შეეცადა არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა, მოჰყვა არაერთი მოწოდება, მოეწყოს საპარლამენტო გამოძიება.

XS
SM
MD
LG