Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეპოს აღმოსავლეთში ასადის ჯარმა ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა


ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში სირიის სამთავრობო ჯარმა 82 სამოქალაქო პირი მოკლა, მათ შორის 11 ქალი და 13 ბავშვი. ამის თაობაზე სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყება, რომლის წარმომადგენლის, რუპერტ კოლვილის თქმით, სისასტიკე ჩადენილ იქნა ბოლო დღეებში. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ასეთი სახის დამსჯელი მკვლელობა კიდევ ბევრი მოხდა. მეამბოხეები, რომლებსაც ბოლო ოთხი წელიწადი ეკავათ ალეპო, დამარცხების პირას არიან. ათასობით მოქალაქეს, რომელიც რჩება მეამბოხეთა ხელში არსებულ ქალაქში, გასაქცევი აღარ აქვს. „წითელი ჯვარი“ მოუწოდებს მეომრებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა დაიცვან მათი სიცოცხლე. სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ სისასტიკეს სჩადიან ტერორისტული ჯგუფები. ასადი გულისხმობს თავის მოწინააღმდეგე მეამბოხეთა ჯგუფებს. სერბიაში ვიზიტისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტმა, სერგეი ლავროვმა ვაშინგტონი დაადანაშაულა, რომ ალეპოში ის ერთმანეთისგან არ განასხვავებს ზომიერ მეამბოხეებსა და „ტერორისტებს“.

XS
SM
MD
LG