Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ განაცხადა, რომ რუსეთი მას იარაღს მიაწვდის, რათა წინ აღუდგეს ხორვატიიდან მომდინარე საფრთხეს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, იარაღი მიაწოდოს სერბიას, რათა ბელგრადმა შეძლოს, მზადყოფნაში დახვდეს მეზობელ ხორვატიაში ნატოს მიერ იარაღის რაოდენობის გაზრდას. ყოფილი იუგოსლავიის ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მოსკოვში გაემგზავრება „მიგ-29"-ის ტიპის თვითმფრინავების და სხვა, ჯერ დაუდგენელი სამხედრო აღჭურვილობის მიღების თაობაზე მოსალაპარაკებლად.

XS
SM
MD
LG