Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის კურთხევამდე პუტინი არ გეგმავს მასთან შეხვედრას


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიამდე ნაკლებად მოსალოდნელია მისი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპთან. იაპონიის მედიასთან ინტერვიუში, რომელიც კრემლმა გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ ინტერნეტსაიტზე, პუტინი აცხადებს, რომ მზად არის, ნებისმიერ დროს შეხვდეს ტრამპს. თუმცა, პუტინის თქმით, ალბათ საჭიროა მიეცეს პრეზიდენტად არჩეულს შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს თავისი ადმინისტრაცია და დაიკავოს თანამდებობა. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება სურს. ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვრისთვის არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG