Accessibility links

ანდრეი სახაროვის პრემია მიენიჭა იეზიდ უფლებადამცველებს


იეზიდ უფლებადამცველ ქალებს მიენიჭათ ანდრე სახაროვის პრემია. გამარჯვებულების ვინაობა დღეს სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდა ცნობილი. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დეკემბერში გაიმართება. ნადია მურად ბასიი და ლამია აჯი ბაშარი იეზიდთა უფლებებს იცავდნენ და „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლთა ძალადობისგან დაცვას ცდილობდნენ. 2014 წლის ზაფხულში ექსტრემისტებმა მათი მშობლიური სოფელი დაიკავეს. უფლებადამცველები ათასობით ქალსა და გოგონას შორის აღმოჩნდნენ, რომლებიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაიტაცა. ნადია მურადი ფიზიკურ შეურაცხყოფისა და სექსუალური ძალადობას მსხვერპლია.ისლამისტების თავდასხმის დროს მან დედა და ექვსი ძმა დაკარგა. ლამია აჯი ბაშარი გატაცების დროს მხოლოდ 16 წლის იყო. მან „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობაში თითქმის ორი წელი გაატარა. გაქცევის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მან ისლამისტებისგან თავის დაღწევა მოახერხა. ტყვეობიდან გათავისუფლება ნადია მურადმაც მოახერხა. ამჟამად ის გერმანიაში ცხოვრობს. უფლებადამცველები იეზიდების წინააღმდეგ ისლამისტების მიერ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარებას ითხოვენ. ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია 1988 წლიდან, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გაიეცემა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG