Accessibility links

ევროპარლამენტში იანვარში გაიმართება კენჭისყრა საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე


საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ბრიუსელში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც შეთანხმდნენ, რომ საკითხს კენჭს უყრიან მომავალ თვეში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ამის შესახებ იუწყება ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი. 12 დეკემბერს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრაზე, ანუ ე.წ. ტრიალოგის ფარგლებში 13 დეკემბერს განიხილავდნენ საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს და 20 დეკემბერს ამავე საკითხს განიხილავს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი. ლაიჩაკი, მისივე თქმით, რაიმე დაბრკოლებას ვერ ხედავს და საქართველოს მოქალაქეები მალე მიიღებენ უვიზო რეჟიმს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG