Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი "დიდ დიპლომატად" მიიჩნევს რექს ტილერსონს


შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აქებს ნავთობკომპანია "ექსონმობილის" (ExxonMobil) ხელმძღვანელს, რექს ტილერსონს, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა. ტრამპის თქმით, ტილერსონი არის „დიდი დიპლომატი“, რომელიც შეძლებს ბოლო წლების საგარეო პოლიტიკის შეცდომებისა და კატასტროფების გამოსწორებას და, ამავე დროს, შეერთებული შტატების ინტერესების დაცვას. ტრამპმა 13 დეკემბერს უისკონზისნის შტატში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა ტილერსონის ღირსებებზე. ის შეეხო კრიტიკასაც, რომელსაც ზოგი ამერიკელი კონგრესმენი გამოთქვამს რუსეთის პრეზიდენტთან ტილერსონის კარგი ურთიერთობის გამო. „რექს ტილერსონი ძალიან აქტიურად დაიცავს ამერიკის ინტერესებს მსოფლიოში. მას აქვს ცოდნა და ნიჭი, აუცილებელი საიმისოდ, რომ გამოასწოროს საგარეო პოლიტიკაში წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომები და კატასტროფები. აღტაცებული ვარ რექსით! და იცით, რექსი მეგობრობს მსოფლიოს მრავალ ლიდერთან, რომელთანაც კარგი ურთიერთობა არა გვაქვს და ზოგს არ მოსწონს ეს ამბავი. მათ არ უნდათ, რომ მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს. ამიტომ გავურიგდი რექსს - იმიტომ, რომ მომწონს ეს დამოკიდებულება და რომ გვეყოლება ადამიანი, რომელიც ძალიან განსაკუთრებულია.“ - განაცხადა ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, რექსი ტილერსონის შესახებ.

XS
SM
MD
LG