Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყირიმის საგანძური უკრაინას უნდა დაუბრუნდეს


ნიდერლანდში სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს ყირიმის საგანძური, რომელიც ამსტერდამის მუზეუმში იყო გამოფენილი, როცა რუსეთმა მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. ამსტერდამში სასამართლომ 14 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ყირიმი არ არის სუვერენული სახელმწიფო და ვერ ექნება პრეტენზია საგანძურზე, როგორც კულტურულ მემკვიდრეობაზე. კიევი და ყირიმის ოთხი მუზეუმი დავობენ ოქროს არტეფაქტების გამო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წლის მარტში დაიპყრო უკრაინის კუთვნილი ყირიმი. იმ პერიოდში საგანძური, რომელიც თავს უყრის ყირიმის ოთხ და კიევის ერთ მუზეუმში დაცულ კოლექციებს, გამოფენილი იყო ამსტერდამში. ყირიმის მუზეუმები მოითხოვენ მათი კუთვნილი ობიექტების დაბრუნებას. ამ მოთხოვნას მოსკოვიც ემხრობა, მაგრამ წინააღმდეგია კიევი, რომელიც აღნიშნავს, რომ საგანძური უკრაინას ეკუთვნის.

XS
SM
MD
LG