Accessibility links

ალეპოში ბრძოლა განახლდა. ყოვნდება მეამბოხეების რაიონებიდან ევაკუაციის პროცესი


სირიის ქალაქ ალეპოში ყოვნდება მეამბოხეებისა და სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესი. შეთანხმებულ ადგილას მთავრობის ათობით ავტობუსის მისვლის შემდეგ ევაკუაცია არ დაწყებულა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, სირიის მთავრობის ჯარები და სხვა ჯგუფები ცდილობენ შეაფერხონ ზავი, რომელიც თურქეთისა და რუსეთის შუამავლობით იქნა მიღწეული. ჩავუშოღლუს თქმით, ის დღესვე ესაუბრება რუს და ირანელ კოლეგებს. ხოლო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ის მოელის, რომ სირიელი მეამბოხეები ორ-სამ დღეში შეწყვეტენ ალეპოში წინააღმდეგობის გაწევას. ამასობაში, სირიელმა აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ განახლდა სარაკეტო იერიში რაიონებზე, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6000-მდე სამოქალაქო პირმა დატოვა მეამბოხეების რაიონები. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს რუსეთი, ისევე როგორც ირანელი და ლიბანელი შიიტების შეიარაღებული ჯგუფები ეხმარებიან ალეპოში მყოფ მეამბოხეებთან ბრძოლაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG