Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში გაიმართა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია


უზბეკეთში გაიმართა ახალი პრეზიდენტის, შავქათ მირზიაევის ინაუგურაცია. 59 წლის მირზიაევი მეორე პრეზიდენტია ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 25 წლის წინ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ინაუგურაციის ცერემონია 14 დეკემბერს გაიმართა პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების და უცხოელი დიპლომატების თანდასწრებით. მირზიაევმა, რომელიც 2003 წლიდან უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი იყო, 4 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა - სამ თვეში პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შემდეგ. ქარიმოვი 1989 წლიდან ედგა სათავეში ავტორიტარულ რეჟიმს უზბეკეთში.

XS
SM
MD
LG