Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკა „ჯანსაღია“ და „აუცილებლად განვითარდება“


საქართველოს ფინანსთა მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა „ჯანსაღია“ და „აუცილებლად განვითარდება“. ეს შეფასება მან გამოთქვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, 2017 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 9,5 მილიარდ ლარს აჭარბებს, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი კი 11,5 მილიარდს. მომავალ წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები. თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში 10-10%-ით მცირდება შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციული ხარჯები. მომავალი წლიდან დაგეგმილია აქციზის გადასახადის გაზრდა თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და ავტომობილებზე.

XS
SM
MD
LG