Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე


სირიაში დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. 20 წლის რამზან ბაღაკაშვილის დაღუპვის შესახებ 13 დეკემბერს შეატყობინეს მის ოჯახს. პანკისის ხეობის მკვიდრმა რამზან ბაღაკაშვილმა 2015 წელს არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად დატოვა საქართველო და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. რაც შეეხება კუშტანაშვილს, ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, მის შესახებ პანკისში ინფორმაცია არა აქვთ. სულ ოცზე მეტი პანკისელია დაღუპული "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ბრძოლისას.

XS
SM
MD
LG