Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ ბრექსიტზე, უკრაინისა და სირიის კონფლიქტებზე


ევროკავშირის ლიდერები 15 დეკემბერს გამართავენ ერთდღიან სამიტს, რომლის ყურადღების ცენტრში იქნება ევროპის წინაშე მდგარი კრიზისები. მათ შორის, ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებაზე. ბრიუსელში გაიმართება მოლაპარაკებები უკრაინასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო და პოლიტიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე, რასაც საფრთხეს უქმნის ნიდერლანდში ჩატარებული რეფერენდუმი. ჰოლანდია ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც დღემდე არ აქვს რატიფიცირებული უკრაინასთან შეთანხმება, რადგან ამსტერდამს სურს მკაფიო გარანტია, რომ შეთახმება არ გაუხსნის უკრაინას გზას ევროკავშირის წევრობისაკენ. რაც შეეხება სირიას, მოელიან, რომ ევროკავშირის ლიდერები მკაცრად დაგმობენ ალეპოზე განხორციელებულ შეტევას სირიის რეჟიმისა და მისი მომხრეების მხრიდან. სამიტის დროს, ევროკავშირის ლიდერები გამართავენ სამუშაო სადილს, რომელსაც არ დაესწრება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. არაფორმალურ ვითარებაში ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ კავშირიდან ბრიტანეთის გასვლას.

XS
SM
MD
LG