Accessibility links

დოლარის კურსი სარეკორდოდ გაიზარდა


ამერიკული დოლარის კურსი14 წლის განმავლობაში სარეკორდოდ გაიზარდა მსოფლიო წამყვან ვალუტებთან მიმართებით. ევროს კურსი მარტის თვიდან მოყოლებული 1,2 %-ით დაეცა და ბოლო მონაცემებით 1 ევრო 1.0497 ამერიკული დოლარი ღირს. დოლართან მიმართებით 1%-ით დაეცა ინგლისური ფუნტი სტერლინგი. ხოლო იაპონურ იენთან შედარებით დოლარის კურსი 2 %-ით გაიზრდა. ამერიკული დოლარის კურსის ზრდა განაპირობა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ამ წელიწადში პირველად საბაზო საპროცენტო განაკვეთის ზრდამ 0,25 დან 0,5-0,75 %-მდე. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა პროგნოზირებს წლის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასაც 1,9%-მდე, ნაცვლად სექტემბერში დადგენილი 1,8%-ისა.

XS
SM
MD
LG