Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე უარი თქვა უშიშროების საბჭოს მდივანმაც


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტის მიერ შექმნილ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და ამის მიზეზად დავით რაქვიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება დაასახელა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განმარტა, უარის მიზეზი გახდა ის, რომ კომისია არ შეიქმნა ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და კონსულტაციების საფუძველზე. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაზე საკუთარი არგუმენტი აქვს საქართველოს პარლამენტს. „ჩვენი კონცეფციის თანახმად, მუშაობა არსებითად საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს, ხოლო პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატის თანახმად, ეს უნდა ყოფილიყო არსებითად საპრეზიდენტო ფორმატი”, - განაცხადა 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების და დებულების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის განსაზღვრულია ორი ადგილი და თანამდებობიდან გამომდინარე, კომისიის წევრია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიც.

XS
SM
MD
LG