Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი და სინძო აბე ერთმანეთს ხვდებიან


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ დაიწყეს ორდღიანი შეხვედრა იაპონიის საკურორტო ქალაქ ნაგატოში. მისალმების დროს პუტინმა თქვა, რომ ორდღიანი შეხვედრების შედეგად იგი მოელის რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებში მნიშვნელოვან წინსვლას. ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დიდი შვიდეულის ჯგუფის წევრ სახელმწიფოში მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთისა და შვიდეულის წევრი სახელწმიფოების მხრიდან სანქციები მოჰყვა. მოელიან, რომ მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროდან დაწყებული და ენერგეტიკის საკითხებით დამთავრებული. შეხვედრამდე მხარეებმა განაცხადეს, რომ არ მოელიან გარღვევას იმ სადო კუნძულებთან დაკავშრებით, რომლებიც საბჭოთა ჯარებმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს დაიპყრეს. რუსეთი ამ მიწებს უწოდებს კურილის კუნძულებს. იაპონია კი ჩრდილოეთ ტერიტორიას.

XS
SM
MD
LG