Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძის ინფორმაციით, „გაზპრომის" ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ინფორმაციით, კომპანია „გაზპრომის" ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კახა კალაძის თქმით, „გაზპრომი“ საქართველოს კვლავ სთავაზობს გაზის ტრანზიტისთვის თანხის გადახდას, მაშინ როცა დღეს, ტრანზიტის საფასურად ქვეყანა იღებს მის ტერიტორიაზე გატარებული გაზის მთლიანი მოცულობის 10%-ს. “ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია, რადგან გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის ინტერესს” - განუცხადა თბილისში ჟურნალისტებს კახა კალაძემ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის და “გაზპრომ ექსპორტის“ ხელმძღვანელების შეხვედრა 13 დეკემბერს გაიმართა ვენაში.

XS
SM
MD
LG